პრობლემა,რომელიც საუკუნეებია "ბრძოლობს"




თანამედროვე საზოგადოების დამოკიდებულება  ინვალიდობის მქონე ადამიანებთან დიდად არ შეცვლილა გასულ საუკუნეებთან შედარებით, პრობლემა ისევ დაუძლეველი რჩება, რის გამოც დისკრიმინაციას ჩვენს რეალობაშიც მწარედ განიცდიან. ისტორიული ექსკურსი:  იგი თავის არსში მოიცავს ძველ საბერძნეთსა და რომს, ფეოდალურ და შუა საუკუნეების ევროპას, აღორძინების ეპოქა,მე-19 მე-20 საუკუნის ბრძოლა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირთა უფლებების დასაცავად  და 21-ე საუკუნე.
ძველი საბერძნეთი და რომი      
ანტიკური სამყარო ქადაგებდა “მშვენიერი სხეულის კულტს” აქ გამეფებული იყო მოსაზრება რომ “ლამაზ სხეულში ლამაზი სულია” ამიტომ სულ მცირე ფიზიკური განსხვავება დიდ ცოდვად ითვლებოდა და შშმ ადამოანები განიცდიდნენ დისკრიმინაციის უდიდეს ფორმებს. ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფო სპარტაში კიდევ უფრო სასტიკი გამოვლინება ჰქონდა ყოველივე ამას და ასეთ ადამიანებს დაბადებისთანავე კლავდნენ..
ფეოდალური და შუა საუკუნეების ევროპა·  
ამ პერიოდში ინვალიდობის მქონე პირები ოჯახებში ცხოვრობდნენ,ვისაც შეეძლო თავს მიწათმოქმედებით ირჩენდა,ზოგი კი მცირე სახელოსნოებში მუშაობით ირცენდა თავს.სოციალური შფოთის ,ქოლერის ან შავი ჭირის ეპიდემიის დროს შშმ ადამიანები განტევების ვაცად ან ბოროტებასთან წილნაყარ არსებებად ცხადდებოდნენ. მე-16 საუკუნის ჰოლანდიაში კეთრით დაავადებული ადამიანები ითვლებოდნენ ცოდვილებად და მთელ მათ ქონებას სახელმწიფო უკეთებდა კონფისკაციას.   
აღორძინების ეპოქა.
აღორძინების ეპოქაც დაფუძნებული იყო  ანტიკური სამყაროს , ძველი საბარძნეთი და რომის ფილოსოფიაზე, ესთეტიკასა და ხელოვნებაზე,შესაბამისად აქაც წინა პლანზე წამოწეული იყო “მშვენიერი სხეულის” კულტი. თუკი დახატავდნენ  ისეთი ადამიანის პორტრეტს,რომელსაც სხეულის ნაწილი დასახიჩრებული ჰქონდა, მაშინ მისი იარები იჩქმალებოდა და ტილოზე მხოლოდ “ჯანსაღი სხეული” რჩებოდა.     ·         XIX  საუკუნე  XX  საუკუნის დასაწყისი·   
მე-19 საულუნის ბოლოს  სულ უფრო მეტი მეცნიერი, მწერალი და პოლიტიკოსი იზიარებდა დარვინის ევოლუციის თეორიას. “ევგენიკის” მომხრეები ამტკიცებდნენ  რომ  მათ შეეძლოთ “ადამიანის მოდგმის” განვითარება და სრულქმნა სელექციური არჩევის ხარჯზე.    ისინი მიიჩნევდნენ რომ შშმ ადამიანები ხელს უშლიდნენ გენოფონდის განვითარებას და არ აძლევდნენ საკუთარ ქვეყანას განვითარების საშუალებას,რომ კონკურენტუნარიანი ყოფილიყო.იმ პერიოდში მრავალი სპეციალური სკოლა და ინტერნატი არსებობდა, ასეთ ადამიანების სულ უფრო დიდი რაოდენობა ექცეოდა სრულ იზოლაციაში,მათ არ აძლევდნენ იმის საშუალებას რომ ეცხოვრათ და ესწავლათ სხვა დანარჩენი საზოგადოების გვერდით. როგორც წესი,ასეთ დროს ერთი სქესის პირები რჩებოდნენ  ერთად ანდა საერთოდ  განიცდიდნენ  სტერილიზაციას. რაც შეეხება მე-20საუკუნეს ამერიკის 37 შტატში დაბადებიდან სმენის არმქონე ქალები და ყველა ადამიანი,ვინც დაბალი IQ ტესტი აჩვენა ექვენდებარებოდა  სტერილიზაციის სასტიკ გნაჩენს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშივე  50000 ბავშვი, ვისაც გააჩნდა ფიზიკური ნაკლი დ განიცდიდა სირთულეებს ურთიერთობის დროს  გამოკეტეს სპეციალურ დაწესებულებაში. მათგან მცირე ნაწილმა  80-იან წლებში ნახა მზის შუქი ,ხოლო 1973 წლამდე უფრო რთული პრობლემის მქონე ბავშვები იგზავნებოდნენ სპეციალურ დაწესებულებაში..·         XXI საუკუნე                                      
   დღესდღეობით შშმ პირები  განაგრძობენ  ბრძოლას რათა შეძლონ საზოგადო ტრანსპორტით სარგებლობა და შესვლა ისეთ შენობებში სადაც განთავსებულია სკოლები, კოლეჯები, გალერეები, თეატრები და  ა.შ შძლონ დამოუკიდებელი გადაადგილება ,აგრეთვე ფიზიკური განსხვავება არ უშლიდეთ ხელს დასაქმებაში.ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად სურთ რომ საზოგადოებამ ისინი სწორედ ისეთებად მიიღონ როგორებიც არიან სინამდვილეში, პატივი სცენ  მათ სამართლიან მოთხოვნებს და დაეხმარონ უფლებათა დაცვის საკითხებში.

გამოყენებული ლიტერატურა: ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება (2008)

No comments:

Post a Comment