დაუნის სინდრომი



დაუნის სინდრომი წარმადგნს ქრომოსომულ დაავადებას,რომლის დროსაც ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად აქვს 47 ქრომოსომა.დაუნის სინდრომი ახალშობილებში ყველაზე გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს,ყოველი 800-1000 ბავშვიდან ერთი იბადება ასეთი.დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანს სახეზევე ეტყობა, გონებრივ ჩამორჩენილობას რომ თავი დავანებოთ (გონებრივი კი იმაში გამოიხატება, რომ კოგნიტური შესაძლებლობები დაქვეითებულია და ფსიქიკური ზრდა ფერხდება). სახის გამომეტყველება ყველა ერის ბავშვს მსგავსი აქვს (ისე, ძალიან საყვარელი სახე აქვთ, ძალიან ბავშვური, აუცილებლად რომ თავს შეგაყვარებთ ისეთი). დაუნები უნაყოფოები არიან და მათი სქესი (სტატისტიკის მიხედვით) მსოფლიოში 50/50-ზეა და 800-1000 დაბადებილიდან 1 გამოდის დაუნი. მეცნიერების აზრით, დაავადების განვითარებაში სხვა ფაქტორებთან ერთად დედის ასაკის მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ამ დაავადების ნიშნებია:დაბადებისას კუნთების დაბალი ტონუსი, ჭარბი კანის ქსოვილი კისრის არეში,მოკლე კისერი,თვალის ირიბი ჭრილი. პატარა პირი, დეფორმირებული ყურები,განიერი ტერფი და პატარა თითები.დაუნის სინდრომის მქონე ბაცშვებისთვის დამახასიათებელი ზოგადად როგორც ფიზიჯური,ასევეფსიქიკური განვითარების ნელი ტემპი,მათი უმეტესობა საშუალოზე დაბალი სიმაღლისები არიან,ასევე ჩამორჩებიან ინტელექტუალურ განვითარებაში. ამ დაავდების მქონე ბავშვებში ხშირია სამედიცინო პრობლემები:
  • გულის თანდაყოლილი მანკი
  • თვალების დაავადება,როგორიცაა კატარაქტა
  • კუჭ-ნაწლავის პრობლემა
  • სმენის დაქვეითება.
ასეთი ბავშვების განათლებისას და საზოგადოებაში ინტეგრირებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნას ,რომ მათთვის აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა:ზოგი მათგანი შიძლება ჩართულ იქნას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში,ზოგი კი სპეციალეურ სასწავლებლებში.სწორად შერჩეული სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით ,დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების უმეტესობას  ,მოზარდობის ასაკში შეუძლია შრომითი უნარ-ჩვევების ათვისება ა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა,ბევრი მათგანი ზრდასრულბის ასაკში დამოუკიდებელი და პროდუქტიულია.
წყარო
 

No comments:

Post a Comment