სწავლის უნარის დაქვეითება, გონებრივი შეზღუდვა


  • რა არის სწავლის უნარის დაქვეითება?
ერმინი სწავლის უნარის დაქვეითება (Learning Disability), პირველად 1963 წელს შემოიღეს, ხოლო განმარტება კი 1975 წელს მიიღეს აშშ ფედერალური კანონმდებლობის მიერ. სწავლის უნარის დაქვეითება ზოგადი სახელწოდებაა დარღვევების ჰეტეროგენული ჯგუფისათვის, რომლებიც ვლინდება მოსმენის, გაგების, მეტყველების, კითხვის, წერის, თვლის უნარების განვითრების დეფიციტში და სავარაუდოა დაკვშირებული იყოს ცენტრლური ნერვული სისტემის დისფუნქციებთან.
  • რა ახასიათებს სწავლის უნარის დაქვეითებას?
ბავშვების გარკვეული კატეგორია,რომელთაც სკოლაში შესვლამდე განვითარებაში პრობლემები არ ქონიათ,სკოლაში სწავლებისას აწყდებიან პრობლემებს როგორიცაა:
  1. წერა-კითხვის და არითმეტიკის ათვისება.
  2. დიდი განსხვავებაა  ბავშვის სწავლის პოტენციალსა და მისი მიღწევის დაბალ დონეს შორის.
  3. ბავშვს აქვს დარღვევა ერთ ან რამდენიმე ბაზისურ ფსიქიკურ პროცესში, რომელიც საფუძვლად უდევს ზეპირი და წერითი მეტყველების გაგებას და გამოყენებას, აგრეთვე ვლინდება მოსმენის, აზრის გამოთქმის, წერის, კითხვის, არტიკულაციის, თვლის სიძნელეებში.
სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვი ძლიერ განიცდის საკუთარ წარუმატებლობას სკოლაში. იგი ძალიან ცდილობს, მაგრამ გარშემო მყოფები ამას ნაკლებად თუ ამჩნევენ. მას მაინც აღიქვამენ როგორც ზარმაცს, უინტერესოს და დაბალი მოტივაციის მქონეს (მოუნდომელს). მასწავლებლები და მშობლები ხშირად ვერ ხვდებიან, თუ რა ხდება ბავშვის თავს, რადგან იგი არ ჰგავს გონებრივად ჩამორჩენილს. მას ხშირად აძლევენ შენიშვნებს და აკრიტიკებენ. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვები დაბალი თვითშეფასებით და შფოთვის მაღალი დონით გამოირჩევიან. სწავლის უნარის დაქვეითების სინდრომს ხშირად ახლავს თან ემოციური პრობლემები, ემოციური სფეროს დარღვევაც კი. ასეთი ბავშვების უმრავლესობა განსაკუთრებით გარდამავალ ასაკში გულს იცრუებს სწავლაზე და ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს მიეკუთვნება.ხშირად უყურადღებობისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი  შესაძლებელია თან ახლდეს სწავლის უნარის დაქვეითებას, მაგრამ არა ყოველთვის.
  • რა არის ამ დაავადების მიზეზი და რა სიხშირით გვხვდება იგი?
სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ბიოლოგიური ხასიათისაა. კერძოდ, გარემოს მავნე ზემოქმედებებმა (ჰაერის და წყლის ეკოლოგიური დაბინძურება, ტყვიით მოწამვლა, მავნე ნივთიერებების დედაზე და ნაყოფზე ზემოქმედება, ინფექციები) შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებაზე. მისი აღმოცენება არ არის დამოკიდებული სოციალურ მდგომარეობაზე, აღზრდაზე, სწავლების ხარისხზე.სწავლის უნარის დაქვეითების მიზეზი ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დეფიციტში მდგომარეობს. ეს დეფიციტი სხვადასხვა ხარისხის შეიძლება იყოს.
აშშ და ინგლისის მონაცემებით მოსახლეობის 15-20% აქვს სწავლის უნარის დაქვეითების რაღაც ფორმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებით სკოლის მოსწავლეთა 7%-დან 15%-მდე აქვს სწავლის უნარის დაქვეითება. თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება ქალებში და მამაკაცებში.
  • როგორ შეიძლება  ამ დაავადების მკურნალობა?
არსებობს მკურნალობის სხვადასხვა ფორმა: წამლებით, ფიზიკური ვარჯიშებით, სპეციალური პედაგოგიური და ფსიქოლოგიური დახმარებით.. ბვშვის ფსიქოლოგიური შეფასების შემდეგ აუცილებელია მშობლებს და მასწავლებლებს მიეწოდოს ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე გაეწიოს ფსიქოლოგიური კონსულტაცია .მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჩვევების თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი ერთობლივად მუშაობენ. სამკურნალო პროგრამა ეყრდნობა შემოვლით სტრატეგიებს; ეს იმას ნიშნვს, რომ სწავლის პრობლემების დაძლევა, სუსტი მხარეების განვითარება ხდება შემოვლითი გზით - იმ უნარების გამოყენებით და სტიმულირებით, რომელიც ბავშვს კარგად აქვს განვითარებული.
თუ ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა მოითხოვს, პედიატრის და ნევროლოგის კონსულტაციით მას შეიძლება მედიკამენტებიც დაენიშნოს.
ამ დაავადების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია; იგი მთლიანად მოიცავს ბავშვის სწავლას, თამაშს, ცხოვრებას. ნუ დახარბდებით დაპირებებს სწრაფი განკურნების შესახებ: სპეციალური მასაჟებით, დიეტით, სუნთქვითი თუ ფიზიკური ვარჯიშებით, ვიტამინებით და ა.შ. მკურნალობის ყოველი ზემოაღნიშნული ხერხი მიზანშეწონილი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც ის კონკრეტული ბავშვის მდგომარეობის და მოთხოვნილებების გათვალისწინებით ინიშნება, თანაც აუცილებლად მკურნალობის სხვა მეთოდებთან (ჩვევების თერაპია, მეტყველების თერაპია, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური კორექცია) კომპლექსში. ნუ ეცდებით თვითნებურად, ექიმის და ფსიქოლოგის კონსულტაციის გარეშე “სწრაფი” მკურნალობის მეთოდების გამოყენებას.

წყაროგამოყენებული ლიტერატურა: “ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება”(2008)

No comments:

Post a Comment