ADHD


ყურადღების დეფიციტი,ჰიპერაქტივობის სინდრომი
  • რა დაავადებაა ADHD?
კლინიკური ტერმინი ხმარებაში შემოვიდა მეოცე საუკუნის შუა წლებში,ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 493 წელს,ექიმ-მეცნიერმა ჰიპოკრატემ აღწერა მდგომარეობა,რომელიც ყურადღების დეფიციტს და ჰიპერაქტივობის სინდრმს ჰგავდა.ის აღწერდა პაციენტებს ,რომელთაც  ჰქონდათ “სენსორულ გაღიზიანებაზე სწრაფი რეაქცია,მაგრამ ნაკლები სიმტკიცე რადგან მალევე გადადიოდნენ სხვა შთაბაჭდილებაზე” ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისიტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეულ სიმპტომთა ერთობლიობას.
  • მისი სტატისტიკა და  სახეები?
ის ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე  გავრცელებული განვითარების აშლილობაა. ქცევის ამ ტიპის დარღვევას სკოლის ასაკის ბავშვთა 3-9%-ში ვხვდებით და მოსწავლეთა მშობლები ბავშვთა ნევროლოგებს ყველაზე ხშირად ამ მიზეზით მიმართავენ. ნეიროგანვითარების სხვა დარღვევების მსგავსად, ADHD სინდრომიც ვაჟებში სამჯერ უფრო ხშირია,ვიდრე გოგონებში.ქცევის დარღვევები შეგვიძლია სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:
- უყურადღებობა: გაფანტულობა, დეტალების მიმართ უყურადღებობა და დავალების შესრულებისას ხშირი შეცდომა, ასაკის შესაბამის უნართან შედარებით ინსტრუქციის გაგების სიძნელე, გარკვეული ხნით ყურადღების კონცენტრაციის შეუძლებლობა, საქმიანობის დაგეგმვის, ორგანიზებისა და ბოლომდე მიყვანის პრობლემები, რუტინული საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობა, გულმავიწყობა;
- ჰიპერაქტიურობა: ზოგადი მოუსვენრობა, მოჭარბებული მოტორული აქტივობა, გაუჩერებლად ლაპარაკი, ერთ ადგილზე გაჩერების სიძნელე;
- იმპულსურობა: მოუთმენლობა, რიგითობის დაცვის სიძნელე, გაუაზრებელი მოქმედება საკუთარი სურვილის მყისიერად შესრულების მიზნით.
იმისდა მიხედვით, ამ სამი ჯგუფიდან რომლის სიმპტომები მეტად არის გამოხატული, ვსაუბრობთ უპირატესად ყურადღების დეფიციტის, უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსურ და კომბინირებულ ტიპებზე. ისიც შეიძლება, ასაკის მატებასთან ერთად სინდრომის ტიპი შეიცვალოს: სკოლამდელ ასაკში ჭარბობდეს ჰიპერაქტიურობა-იმპულსურობა, დაწყებით კლასებში შეინიშნებოდეს  სინდრომის ყველა ძირითადი სიმპტომი, ხოლო  მოგვიანებით – მხოლოდ უყურადღებობა.უკანასკნელ დრომდე სინდრომი მხოლოდ ბავშვთა ასაკის დარღვევად განიხილებოდა,  თუმცა დაგროვდა მონაცემები, რომ ADHD-ის მქონეთა 30-75%-ს სიმპტომები ზრდასრულ ასაკშიც უვლინდებათ
  • რა იწვევს ADHD-ს?
სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზები დღეისთვის  არ არის დადგენილი,თუმცა ეს შეიძლება იყოს გენეტიკა-(კვლევის შედეგად 25 % გენეტიკურად გადაეცემათ),პრენტალური რისკ-ფაქტორები(დედის მიერ ფეხმძიმობისას  ალკოჰოლის, ნიკოტინის ჭარბი ხმარება)მეცნიერთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სინდრომის საფუძველს წარმოადგენს თავის ტვინის ქერქის განსაზღვრული ნაწილის (შუბლის წილის წინა ნაწილის – ე.წ. პრეფრონტალური არის) სისუსტე და შუბლ-ქერქქვეშა ნეირონული კავშირების ფუნქციური არასრულფასოვნება.
  • როგორ მკურნალობენ ADHD-ს?

თანამედროვე მედიცინის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდები შეიმუშავა. ძირითადი ნაწილი ფსიქოლოგიურ ტექნიკებსა და მიდგომებს მოიცავს. მედიკამენტებიდან კი, ფსიქოსტიმულანტებია მოწოდებული. მათი ეფექტიანობა 70%-ს უტოლდება. სხვა ჯგუფის მედიკამენტები ამ პათოლოგიის სამკურნალოდ მოწოდებული არ არის.მშობელი, პედაგოგი და ფსიქოლოგი ერთმანეთთან უნდა უნდა თანამშრომლობდნენ. სასურველი შედეგის მიღწევა მხოლოდ ასე შეიძლება. შევუქმნათ შესაფერისი გარემო. შევადგინოთ დღის განრიგი  დროში გაწერილი აქტივობებით შემოიღეთ წესები, ჩამოწერეთ და მოათავსეთ გამოსაჩენ ადგილზე. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას მოელიან მისგან.
ყოველთვის შეაფასეთ მისი საქციელი. დაეხმარეთ ბავშვს უკეთ გაიგოს, რას ელით მისგან და მიაღწია თუ არა მან სასურველ შედეგს. აღნიშნეთ მისი ყოველი კარგი საქციელი, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ის.ისინი ყოველთვის ენთუზიაზმით რეაგირებენ სიახლეებზე



წყარო  
გამოყენებული ლიტერატურა: ბროშურა-  კულტურული ცენტრის “თანადგომა”-ს მიერ მომაზადებული. სახელმძღვანელო “ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური         განათლება” (2008)

No comments:

Post a Comment