საზოგადოების დამოკიდებულება



მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში ყველაზე გავრცელებულ დამოკიდებულებად ითვლება: თავის არიდება, სიბრალული, გარიყვა, იზოლაცია, გადაჭარბებული დაცვა, ხშირად დაცინვა და აგრესია. სოციუმი ამ ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენს, გარკვეულწილად დაღს ასვამს, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკურ და   სულიერ მდგომარეობაზე. ადამიანები თვლიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე   პირებს უფრო მეტი საერთო აქვთ ერთმანეთთან და ხშირად გაურბიან მათთან კონტაქტს, სიბრალულის თუ თავის არიდების გამო.   ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მათ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობები აკავშირებთ ერთმანეთთან, სხვა მხრივ ისინი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვან დაეხმარება ამ ადამიანებს საზოგადოებასთან ინტეგრაციაში და უამრავ კომპლქსს მოუხსნის. მე ვფიქრობ, სოციუმს შესწევს იმის ძალა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეუცვალოს არასწორი და უარყოფითი თვითშეფასება და მომავლის რწმენა, იმედი დაუბრუნოს.   ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მათი უფლებებით სარგებლობა შეძლონ:საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიცაა-სპეციალური შენობების აშენება,სადაც გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირებს ერთად მუშაობის საშუალება ექნებოდათ.ყველა ის სირთულე,რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები უპირისპირდებიან,შედეგია იმ დამოკიდებულებისა,რომელიც სოციუმს შეზღუდულობის მიმართ აქვს.სწორედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა დავეხმაროთ ამ   ადამიანებს,რათა გახდნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები.ეს,უმეტესწილად,საზოგადოებრივი პრობლემაა,რომლის გადაწყვეტაშიც უნდა მონაწილებოდნენ როგორც ცალკეული ინდივიდები,ისე საზოგადოება.შესაძლებლობების შეზღუდვა, ხომ ობიექტური რეალობაა,რომლის წინაშეც შეიძლება დადგეს   თოთოეული ჩვენგანი.პანდუსები,ხმოვანი ლიფტები,ჟესტების ენით თარგმანი,ბრაილის შრიფტით ნუმერაცია-ეს იმ ცვილებების მცირე ჩამონათვალია,რომელმაც შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება გულისხმობს იმ დისკრიმინაციული პლიტიკის უარყოფას და ყველა სახის ბარიერის მოხსნას,რასაც დღესდღეობით ხშირად ვაწყდებით ირგვლივ.





დამატებითი ლიტერატურა :ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება(2008)

No comments:

Post a Comment