აუტიზმი









რა არის აუტიზმი? ნიჭი ,ავადმყოფობა თუ წყევლა?პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერეს .იგიწარმოადგენს  განვითარების ნეირობიოლოგიურ დარღვევას, რომელიც ვლინდება ბავშვის ცხოვრების პირველი 3 წლის განმავლობაში და გავლენას ახდენს თავის ტვინს ნორმალურ განვითარებაზე,სოციალური და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებაზე.სტატისტიკურად ყოველ 1000 ბავშვზე 5 შემთხვევა მოდის.აუტიზმი თანდაყოლილი დარღვევაა.მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს :
  • გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა.
  • გარემოს მავნე ზემოქმედება.
ასეთ ბავშვებს უჭირთ თვალით კონტაქტის დამყარება, აქვთ სტერეოტიპული მეტყველება და აქვთ თამაშისადმი ნაკლები ინტერესი.
აუტიზმით დაავადებული ბავშვები ხშირად არ რეაგირებენ საკუთარ სახელზე,
სინი ერიდებიან და არ უყურებენ სხვა ადამიანებს,
ასევე ერიდებიან პირდაპირ მზერას,
ხშირად ეწინააღმდეგებიან ხელში აყვანას,
არ პასუხობენ სხვის ემოციებს,
ნაკლებად შედიან კონტაქტში ოჯახის წევრებთან,
შეიმჩნევა გულგრილობა ახლობლების მიმართ.
აუტიზმი დღესაცსაკმაოდ აქტუალურ პრობლემად რჩება ,თუნცა სიტუაცია გაცილებით უკეთესია ,ვიდრე ეს წინა თაობებში იყო,სწორი და დროული თერაპიის შემთხვევაში შესაძლებელია მრავალი სიმპტომის მართვა.აუტიზმის მქონე ბავშვის განათლებაზე საუბრისას,სპეციალისტების აზრი იყოფა იმასთან დაკავშირებით ,თუ  სად უნდა სწავლობდეს ბავშვი,რა თქმა უნდა აუტიზმის მქონე ბავშვს ,ისევე როგორც ყველა მის თანატოლს, უნდა ჰქონდეს ზოგადსაგანმანათლებლო სკლოაში სწავლის უფლება. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ინკლუზიური განათლების მთავარ კონცეფციას “მაქსიმალურად შეუზღუდავი გარემოს შესახებ,უნდა ვაღიაროთ,რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ხშირად შეუძლებელია აუტიზმის მქონე ბავშვისთვის ასეთი გარემოს შექმნა.
ფაქტია,რომ აუტიზმის მქონე ბავშვისთვის უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწალო პროგრამა,რომელიც ფოკუსირებული იქნება ინფორმაციის მაქსიმალურად აღქმადი ფორმით მიწოდებაზე.(ეს შეიძლებე იყოს აუდიო ან ვიდეო მასალა)სწავლის პროცესში ,აუტიზმის მქონე ბავშვის წარმატებას დიდად განაპირობებს ოჯახის ჩართულობა.


მკურნალობა კომპლექსურია და მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. აუტიზმით დაავადებული არ იკურნება, მაგრამ სწავლობს, იყოს დამოუკიდებელი, საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ითვისებს სოციალური ადაპტაციის ჩვევებს. თერაპია მოიცავს დამამშვიდებელ საშუალებებს, დიეტას, ფსიქოსოციოლოგიურ მეთოდებს, აუდიოვოკალურ ტრეინინგებს.
ჩვენ  ვუერთდებით იმ ქვეყნებს, რომელთა საზოგადოებებს ამ საკითხში   ჩვენზე მეტი  ცოდნა  და გამოცდილება აქვთ.  ყველაზე წარმატებული დასავლური გამოცდილება კი  აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და  მათი მშობლებების პროცესში აქტიური ჩართვის  შესანიშნავ მაგალითებს იძლევა. საკმარისია გავიხსენოთ ამჟამად აუტიზმის  ლეგენდად აღიარებული ბერნარდ რიმლანდის, აუტიზმის მქონე ბიჭუნას  მამის ღვაწლი, რომელიც არ შეეგუა ექიმების მხრიდან მისი შვილისთვის გამოტანილუპერსპექტივო შემთხვევისდიაგნოზ-განაჩენს. რიმლანდმა  მთელი ცხოვრება  აუტიზმის შესწავლას მიუძღვნა და სრულიად ახალგაზრდა ასაკში სამეცნიერო არგუმენტებით  გააცამტვერა  60-ან წლებში მსოფლიოში  გავრცელებული და ავტორიტეტული მეცნიერების მიერ აღიარებული სამეცნიერო მითი, რომლის მიხედვით აუტიზმის გამომწვევი მიზეზი მშობლების მხრიდან სიყვარულის და ურთიერთობის დეფიციტი იყო. ის ბიჭუნა კი დღეს ცნობილი მხატვარი გახლავთ. ამგვარი თავგანწირული მაგალითებით სავსეა აუტიზმის ისტორია. ამჟამად ჩრდილოეთ კოროლინას უნივერსიტეტში შექმნილი,  ყველაზე სანდო სამეცნიერო მტკიცებულებების მქონე ქცევის კორექციის პროგრამაც ..  ТЕАССН, აუტიზმის მქონე ბავშვების   მშობლების ინიციატივის  და ამ დარგში მომუშავე მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგად  იქნა შექმნილი.
2007 წლიდან გაეროს რეზოლუციით აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მსოფლიო დღედ 2 აპრილი გამოცხადდა.
საზოგადოების გამოკითხულთა უმრავლესობამ  არ იცის  რა დაავადებაა აუტიზმი, ან  აქვთ გაგებული მაგრამ  არაფერი იციან  მასზე,შესაბამისად ასეთ საზოგადოებაში  აუტისტი ადამიანები ყოველთვის იგრძნობენ თავს გარიყულად.




წყარო

გამოყენებული ლიტერატურა: ბიბლიოთეკა- კულტურული ცენტრი “თანადგომა”-ს მიერ გამოქვეყნებული ბროშურა.    სახელმძღვანელო “ვისწავლოთ ერთად ინკლუზიური განათლება”(2008)

No comments:

Post a Comment